უბედური შემთხვევა სამტრედიაში - "ელიტ ელექტრონიქსიის" მაღაზიაში, სატვირთო ლიფტი ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, ლიფტი მოულოდნელად მოწყდა და 21 წლის ბიჭს დაეცა. დაშავებული მაღაზიის თანამშრომელი იყო და სამუშაოდ დღეს გავიდა.
ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები უტარდება. ექიმის თქმით, მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცს გულ-მკერდის დახურული ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნება.
გამოძიება 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომის დაცვის წესის დარღვევას გულისხმობს.