17 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
"თუ წასვლაზე მიდგება საქმე, ის უნდა წავიდეს, ვინც ქვეყნას დააზიანებს"-მმართველი გუნდის ნაწილს ტერმინი "გარიცხვა" უხერხულობას უქმნის

ასეთი დაძაბულობა და დრამატიზება ამ ეტაპზე უბრალოდ მე მგონი ჟურნალისტური თემებია - ასე ეხმაურება რომან კაკულია უმრავლესობის შიგნით არსებულ განხეთქილებას, რომელიც შესაძლოა ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის გარიცხვით დასრულდეს. საპარლამენტო უმრავლესობას შორის შიდა განხეთქილება მოსამართლეთა ე.წ. შავ სიას მოჰყვა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ მისი კოლეგების პარტიიდან გარიცხვამდე საკითხი არ მივა.

„ქართველებს გვახასიათებს ეს. ჩვენ ძალიან რელიგიური ხალხი ვართ მაგრამ მხოლოდ სამწუხაროდ ძველი აღთქმის ის შეგონება გვახსოვს კბილი კბილის წილ. მარტო ამას ვკითხულობთ ხანდახან გვქონია და გვახასიათებს ეს მაგრამ დრო რაღაცას შეცვლის იმედია. ამ გარიცხვაზე საუბარი, იქნებ გუნდი საერთოდ ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ თავისუფალი კენჭისყრა იყოს და არავის არ რიცხავენ და უბრალოდ ხმას არ აძლევს ვინც არ უნდა დაგროვდება დავუშვათ ამ ვარიანტსაც არ გამოვრიცხავ. ასეთ დაძაბულობა და დრამატიზება ამ ეტაპზე უბრალოდ მე მგონი ჟურნალისტური თემებია,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

ოთარ დანელია კი მიიჩნევს, რომ პარტიიდან ის უნდა წავიდეს ვინც ქვეყანას აზიანებს. დეპუტატის განცხადებით ყველა დეპუტატს აქვს თანაბარი უფლებები და იმ ფონზე როდესაც ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდა ისეთი ტერმინებით საუბარი როგორიც არის გარიცხვა, უხერხულია.

„არავის გარიცხვა, გამორიცხვა... მართლა უხერხული ტერმინია. ჩვენ ამ ტერმინებით არ უნდა ვსაუბრობდეთ როდესაც ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას და ჩვენ, დეპუტატებმა პირველ რიგში ამ ინსტიტუტს პატივი უნდა ვცეთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ თანაბარი უფლებები ნებისმიერ დეპუტატს. მიუხედავად იმისა მაჟორიტარი დეპუტატი თუ სიით გასული დეპუტატია, მიუხედავად იმისა ფრაქციის თავმჯდომარეა თუ კომიტეტის თავმჯდომარეა. ამიტომ თუ წასვლაზე მიდგება საქმე, ის უნდა წავიდეს ვინც ქვეყნას დააზიანებს,“-განაცხადა ოთარ დანელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები