17 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
„ოპოზიცია არ მაზავს შანსს, რომ ისევ თავის სტილში არ დაიწყოს მუშაობა 2019 წელსაც" - ზარქუა ხაბეიშვილს პასუხობს

საკრებულოს დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქალაქში გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, პრობლემებია შექმნილი, მმართველი გუნდის წევრი ეხმაურება.

საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ოპოზიცია ხელიდან არ უშვებს შანს, ხელისუფლებას ცილი დასწამოს. ზარქუა ამბობს, რომ კახა კალაძემ ზამთრის შვებულება დაასრულა და ხაბეიშვილი ცრუობს, როცა ამბობს, რომ მერი შვეიცარიაშია.

„ოპოზიცია არ მაზავს შანსს, რომ ისევ თავის სტილში არ დაიწყოს მუშაობა 2019 წელსაც. ამ შემთხვევაში მერი თბილისშია უკვე რამდენიმე დღეა,“-ამბობს ზარქუა.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ სასწრაფო დახმარებები დედაქალაქის მოსახლეობას ვერ ემსახურება, ზარქუა ამბობს, რომ ეს საკითხი კალაძის კომპეტენციაში არ შედის.  

„ყველამ ვიცით,რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი მანქანები ჩავანაცვლეთ მაინც არის ხარვეზები და დაგვიანებები, თუმცა საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ მერის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის ჯანდაცვის ღონისძიებები,“-ამბობს ზარქუა.

დღის ამბები