ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დელეგაციები ვენესუელის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრებიან. კარაკასში უკვე ჩავიდა ანატოლი ბიბილოვი. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს დაგეგმილია შეხვედრები ნიკარაგუას, კუბისა და სალვადორის ლიდერებთან, შემდეგ კი მოლაპარაკებები მინისტრების დონეზე გაიმართება სადაც სუვერენიტეტის შესაძლო აღიარების საკითხებს განიხილავენ.
ინაუგურაცია კარაკასში დღეს გაიმართება. საპრეზიდენტო არჩევენები ვენესუელაში 2018 წლის მაისში, ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის ფონზე გაიმართა. მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლებებმა არჩევნები არალეგიტიმურად შეაფასეს.