17 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
"მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს წნეხი, რომელსაც კლანი ახორციელებდა" - ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ მოსამართლეებს ხვდება. როგორ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს დაკომლექტდება და რა უნდა იყოს მთავარი კრიტერიუმი - ეს ის საკითხებია, რომელზეც შეხვედრაზე მსჯელობენ.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მას სურს ყოფილი მოსამართლეებისგან მოისმინოს რჩევები მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.

„ყოფილი მოსამართლეების ხმა უნდა ისმოდეს, რადგან ისინი არიან ადამიანები, რომლებიც 10 წლის განმავლობაში, ან მეტი წლის განმავლობაში, მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და ძალიან კარგად იციან ის გამოწვევები, ძალიან კარგად იციან ის პრობლემები, რომელიც დღეს სასამართლოშია და ბევრმა მათგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა ის მანკიერი პრაქტიკა და წნეხი, რომელსაც დღეს კლანი ახორციელებს. სისტემას სჭირდება სიღრმისეული რეფორმა და არა ზედაპირული მიდგომები, რომელმაც არაფერი არ შეცვალა. ვნახეთ, რომ  ადამიანები თავის თავს ასახელებენ მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული საკონსტიტუციო რეფორმა ჩატარდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ფურცლის ნაგლეჯზე ამოკითხული გვარები არის შეურაცხყოფა თუნდაც მართლმსაჯულების სისტემის და თუნდაც პარლამენტის,“-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მთავარი შენიშვნა, რომელიც ყოფილ მოსამართლეებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესთან აქვთ, ეს საზოგადოების უნდობლობაა. ისინი ამბობენ, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს.

„მთავარი კითხვები ის არის, რომ  მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებს რა შედეგი მოჰყვა. როდესაც გასაჩივრდა სტრასბურგში რა შედეგი დადგა და მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით სახელმწიფომ მიიღო თუ არა ზიანი,“-განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ, ლეილა ახოშაშვილმა. 

დღის ამბები