17 ნოემბერი 2024,   07:44
ვრცლად
"ეს არის ერთი კონკრეტული ბიზნესის რეპუტაციის შელახვა" - მესამე სექტორი "თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრობს

არასამთავრობო სექტორს "თიბისი ბანკის" საქმეზე გამოძიებასთან კითხვები აქვს. ისინი ეჭვობენ, რომ საქმე პოლიტიკურია და არასამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იმართება.

”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარის ეჭვს ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის ინტერესების ეპიცენტრში მოექცა.

„ბატონი ივანიშვილის ყურადღების ეპიცენტრში რამდენჯერმე მოექცა ბატონი ხაზარაძე და მისი ბიზნესი და ამას თან დაერთო პროკურატურის მხრიდან ისეთი საგამოძიებო მოქმედების წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შესაძლოა სამართალდარღვევებთან, რომელსაც ადგილი ჰქონოდა 10 წლის წინ, ბუნებრივია სამართლიანად აღძრავს ეჭვებს, რომ ეს არის სინამდვილეში არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან მომდინარე გამოძიება, არამედ ეს არის პროცესი, რომელიც მიმართული არის კონკრეტული ბიზნესის და კონკრეტული ბიზნესმენის წინააღმდეგ. ამ კითხვებზე პასუხი შესაძლებელია გვქონდეს მას შემდეგ, როდესც მოვისმენთ დასაბუთებულ პოზიციას ხელისუფლების. რა გარდაუვალი აუცილებლობით იქნა გამოძიების დაწყება განპირობებული და რა შედეგებს მოგვიტანს მათ შორის ეს გამოძიება. ჯერ რასაც ვხედავთ ეს არის ერთი კონკრეტული ბიზნესის რეპუტაციის შელახვა და საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დაყენება საბანკო სექტორის,“-განაცხადა გიორგი მშვენიერიძემ.

სამოქალაქო სექტორი სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს ფრთხილი იყოს ისეთ საკითხების მიმართ, რომელიც ქვეყნაში ერთ-ერთ უმსხვილეს კერძო ბანკს და მასთან დაკავშირებულ მილიონამდე ადამიანს ეხება.

„მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს პროცესი "თიბისი ბანკს" ჩამოშლის, თუმცა გარკვეულ ზიანს რა თქმა უნდა მიაყენებს. თუნდაც ის, რომ მისი აქციის ფასი უკვე შემცირდა ეს პრობლემა თავად  კომერციული ბანკისთვის, თუმცა ეს არ შექმნის პრობლემას მისი მეანაბრეებისთვის და ამ ბანკის მომხმარებლებისთვის. რადგან "თიბისი ბანკი" არის კარგად კაპიტალიზებული, მას აქვს საკმაოდ დიდი აქტივები და ის შეძლებს  ყველა ასეთ გამოწვევას გაუმკლავდეს, თუმცა რა თქმა უნდა ეს პიარ კამპანიაც არის დამაზიანებელი კომერციული ბანკისთვის და შესაბამისად უწყებები და სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ყურადღებით, როდესაც საქმე ეხება ძალიან დიდ ბანკს, რომლის კლიენტიც არის მილიონობით ქართველი,“-განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები