აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლას შეზღუდავს, მიზეზი H1N1-ია. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურისა და სასაზღვრო სამსახურების მიერ საოკუპაციო ხაზზე მდებარე გამშვებ პუნქტზე საკარანტინო ღონისძიებები გატარდება.
ასევე შეიზღუდება მოსახლეობის გადაადგილება, იმ მიზნით რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაავადებული ადამიანების შესვლა თავიდან იყოს აცილებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე H1N1 გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.