საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა და სამედიცინო დაწესებულებების მუშაობა - ამ საკითხზე სასაუბროდ ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდება.
დავით სერგეენკო მათგან მოისმენს ინფორმაციას იმ ბოლო მონაცემების შესახებ, რომელიც ვირუსით დაინფიცირებულებს უკავშირდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პიკი უკვე გადავლილია, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს და ქვეყანაში დაავადებულთა საყურადღებო რაოდენობაა.
"ვფიქრობთ, რომ მაჩვენებელი არ უნდა გაიზარდოს. დღევანდელი მონაცემებით სასწრაფოს გამოძახების რიცხვი იკლებს, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში,"-განაცხადა დავით გამყრელიძემ.