გრიპის ვირუსის გავრცელებისა და არსებული რთული ვითარების ფონზე, აფთიაქებში კვლავ სააფთიაქო პროდუქტის დეფიციტია.
მოქალაქეები სამედიცინო პირბადეებს კვლავ ვერ ყიდულობენ, მარაგი ამოიწურა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, აფთიაქების ნაწილი ვირუსების დროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებით დღეს შეივსება.
ფარმაცევტები ამბობენ, რომ პირბადეები აფთიაქებში შეტანისთანავე იყიდება. მოქალაქეებს დიდი რაოდენობით ყიდულობენ და კოლოფებით მიაქვთ.
მათი თქმით, მოთხოვნა დიდია, სააფთიაქო ქსელები კი შევსებას ვერ ასწრებენ.