17 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - საია განათლების სამინისტროსგან ინფორმაციის მიღებას სასამართლოს მეშვეობით ითხოვს 

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

საია-ს წარმომადგენლებს აინტერესებთ, არსებობდა თუ არა საფუძველი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში იმ ინსპექტირების ჩატარების, რასაც სავარაუდოდ სკოლის დირექტორის,  ია კერზაიას გარდაცვალება მოჰყვა.

საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით საია სასამართლოს მიმართავს. სარჩელის მომზადებამდე საიამ ჯერ განათლების სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუმცა უწყებამ ორგანიზაციას კანონით დადგენილი ვადის გასვლის მიუხედავად, არანაირი დოკუმენტი არ მიაწოდა.

სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციას ინფორმაციის ნაწილი მხოლოდ მას შემდეგ გადაუგზავნა, რაც სასამართლოში სარჩელი შევიდა.

„სამინისტრო ვალდებული იყო დაუყოვნებლივ მოეწოდებინა ინფორმაციის დიდი ნაწილი, ვინაიდან ის არ მოითხოვდა ელექტრონულ დამუშავებას და მხოლოდ ელექტრონული პროგრამიდან დოკუმენტის ბრუნვის ასახვა უნდა მომხდარიყო. განათლების სამინისტრომ 8 იანვრით დათარიღებული წერილი გამოგვიგზავნა და საჯარო ნაწილი უკვე მოგვაწოდა, ამის შემდეგ რაც ჩვენს მიერ დაანონსებულ იქნა სარჩელის შეტანის საკითხი, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და არ პასუხობს ყველა იმ კითხვას, რაც ჩვენს მიერ განცხადებებში იყო  მოთხოვნილი,“-ამბობს საია-ს იურისტი მიხეილ ჯახუა.

დღის ამბები