17 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
EMC შსს წინააღმდეგ - ორგანიზაციამ გახარიას უწყებას ჟურნალისტ დადაევის საქართველოში არშემოშვების გამო უჩივლა

"ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი" შს სამინისტროს წინააღმდეგ. EMC-მ გახარიას უწყებას სასამართლოში უჩივლა. დავა „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის საქართველოში არშემოშვების საკითხს ეხება.

ასლანბეკ დადაევი საზღვრის გადმოკვეთას 2018 წლის 7 ნოემბერს ცდილობდა, თუმცა შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ მას უარი უთხრა.

EMC მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.

„გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი. მხოლოდ ფორმალური მითითება არის, რომ ასლანბეგ დადაევი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ჩანაწერი და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში კრიტერიუმები, რა საფუძვლებით უნდა შემოვიდეს საქართველოში პირი არ არის გაწერილი. მნიშვნელოვანია ,რომ ეს საკითხები დარეგულირდეს“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დავით ბერძული.

დღის ამბები