17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
"სპილო წყვდიადში" - ზურაბ გურულის წიგნის პრეზენტაცია "თიბისი არტ გალერეაში" 

ამერიკაში მოღვაწე ექიმისა და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორის ზურაბ გურულის სადებიუტო წიგნის წარგენა "თიბისი არტ გალერეაში" გაიმართა. წიგნში "სპილო წყვდიადში "  აღწერილია როგორც ქართველი ექიმების ამერიკული ცხოვრება, ასევე ქართველი ემიგრანტების თავგადასავლები.

„ჩემი სურვილი იყო, რომ მეჩვენებინა ემიგრანტთა ახალი ტალღის დამკვიდრება  საზღვარგარეთ, კერძოდ, ამ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.თხრობის მთავარი ხაზი საკმაოდ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ეს არის სათავგადასავლო ჟანრი,“- ამბობს წიგნის ავტორი ზურაბ გურული.

წიგნს პრეზენტაციაზე მწერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები.

დღის ამბები