17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს 

ღორის გრიპით გარდაცვალების ორი ახალი შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ადასტურებს, რომ H1N1 შტამის ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დადასტურებულია, რომ ქუთაისის საავადმყოფოში H1N1-ის ვირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. გამყრელიძე ასევე ადასტურებს, რომ ბათუმის საავადმყოფოში შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზიც ე.წ. ღორის გრიპია. როგორც ის ამბობს, ავადობა გაზრდილია, თუმცა ეს ეპიდემიის მაჩვენებელი არ არის.

„ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს სამწუხაროდ 15 გარდაცვალების შემთხვევა. საქართველოსთვის ეპიდემიური ზღვარი გახლავთ 450-500 (დაავადებულთა რაოდენობა), რომელიც ჩვენ რამოდენიმეჯერ გვქონია. ყოფილა 2009-2010 წელს, როცა მაჩვენებელი ადიოდა 1500-1800. არ იქნება ნახტომისებური ზრდის დინამიკა, შეიძლება პირიქით, იყოს კლების დინამიკა,“-ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები