17 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე - სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე - სასწრაფო დახმარების მძღოლს 5 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რომელიც სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა, წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება ადვოკატი. მისი თქმით, აუცილებელია დამატებითი ექსპერტიზების ჩატარება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჭავჭავაძეზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები