17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
სენაკის სოფელ საჩიქობაოში 50-ზე მეტი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს

სენაკის სოფელ საჩიქობაოში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახშირდა. მოსახლეობის თქმით, სოფლიდან, სულ მცირე, 50 სული პირუტყვი დაიკარგა.

სავარაუდოდ, საქონელს ქურდები ტყეში კლავენ და იქიდან უკვე ხორცის სახით გააქვთ.

მოსახლეობას ეჭვი საქონლის ტყეში დაკვლის შესახებ მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რამდენჯერმე საძოვრებიდან დაჭრილი პირუტყვი დაბრუნდა. მოსახლეობამ პოლიციას დიდი ხნის წინ მიმართა, თუმცა ამბობენ, რომ მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია.

დღის ამბები