17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
ძველი სტილით ახალი წელი - საახალწლო სოფელმა სტეფანეს უმასპინძლა

საქართველოში ხვალ ძველი სტილით ახალი წელი აღინიშნება. დღეს საღამოს, რესპუბლიკის მოედანზე, დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან ნინო ქათამაძის კონცერტი გაიმართება.

გუშინ კი საახალწლო სოფელმა სტეფანეს უმასპინძლა.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, კონცერტები 14 იანვრამდე გაგრძელდება.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 7 იანვრის შემდეგ, შობის მერეც გაგვეგრძელებინა საახალწლო კონცერტები იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ჩვენს ჯადოსნურ საახალწლო სოფელს, ბევრია კმაყოფილი ადამიანი და გვინდოდა, რომ ეს დღეები რაც შეიძლება მეტი ყოფილიყო და 14 იანვრამდე გვაქვს კონცერტები,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები