17 ნოემბერი 2024,   07:23
ვრცლად
ბათუმში მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი გადავარდა

ბათუმში მე-11 სართულიდან 43 წლის ქალი გადავარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალი სტუმრად ძმასთან იყო მისული. ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის სხვა წევრებიც.

შემთხვევა ბაგრატიონის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

დღის ამბები