17 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
გორის მერიის მაღალჩინოსანი, რომელმაც გიგა მაქარაშვილის ნაგვის ურნა თავზე ჩამოამხო დაუსჯელია - აქტივისტი გამოძიების დასრულებას ითხოვს

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გენერალური პროკურატურისგან სისხლის სამართლის დანაშაულზე დაწყებული გამოძიების დასრულებას ითხოვს. 

საუბარია 2018 წლის ოქტომბერში გორის მერიასთან საპროტესტო აქციის დროს მომხდარ ინციდენტზე დაწყებულ გამოძიებაზე, რომელიც ​თადუმაძის უწყებამ რამდენიმე თვეა თაროზე შემოდო.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტები ქალაქის მერის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ. აქციის დასრულების შემდეგ კი გიგა მაქარაშვილს მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.

მომხდარზე პროკურატურამ რეაგირება მოახდინა, თუმცა საქმე მალევე გაჩერდა.

3 თვიანი ლოდინის შემდეგ, მაქარაშვილი ისევ მიმართავს საგამოძიებო უწყებას. ის დამნაშავის დასჯას მოითხოვს.  

„უკვე სამი თვე გავიდა და ყველანაირი გონივრული ვადა ამოიწურა. პროკურატურის არც ერთი ინსტანცია რეაგირებას არ ახდენს. სასამართლომდეც კი არ მიიტანეს საქმე, მე დაზარალებულადაც კი არ მცნეს. ეს როგორც მინიმუმ თმენის ვალდებულების დარღვევაა, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი ბატონ მანველიშვილს. პლუს ამას, მან 144-ე მუხლის მესამე პრიმა მუხლი დაარღვია, რომელიც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე არავის ციხეში ჩასმა არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ შეიქმნას ქვეყანაში პრეცედენტი, როცა სამართალდამრღვევი ჩინოვნიკი იქნება დასჯილი,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები