17 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
მამა კონსტანტინე ჭინჭარაული ჯვრის მონასტრის დაკეტვის მიზეზებზე ტაძარში დღეს ისაუბრებს - ადგილზე პოლიცია მივიდა  

სასულიერო პირების პროტესტის მეორე დღე - ჯვრის მონასტერი კვლავ დაკეტილია, ტაძარში მომლოცველებს არ უშვებენ. არსებული ინფორმაციით, განმარტება ტაძრის დაკეტვასთან დაკავშირებით დღეს გაკეთდება. 

სასულიერო პირებმა, რომლებიც ჯვრის მონასტერში ცოტა ხნის წინ მივიდნენ თქვეს, რომ განცხადებას მამა კონსტანტინე ჭინჭარაული დღეს გააკეთებს.

ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე  მივიდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც. ადგილზე იმყოფებიან ის მოვაჭრეები, რომელთანაც ტაძრის წინამძღვარს კონფლიქტი აქვს, სავარაუდოდ სწორედ მათ ყოფნას უკავშირდება პოლიციის მობილიზება. ადგილზე ჯერჯერობით ერთი ეკიპაჟიიმყოფება.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათგან ტაძრის წინამძღვარი ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა, უარის შემდეგ კი ტაძარი დაკეტა. 

მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მეექვსე საუკუნის ძეგლის დაკეტვის გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღვარმა ერთპიროვნულად მიიღო. არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები