17 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
გრიპის ვირუსი ფოთში - კლინიკებში 40 -მდე პაციენტი მკურნალობს, აქედან 3-ის მდგომარეობა მძიმეა

რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით ამჟამად ფოთის სხვადასხვა კლინიკებში 40 პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებს 1525 პაციენტმა გრიპის ვირუსის სიმპტომებით მიმართა. მათივე ინფორმაციით, ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები