იაშვილის ეზოში მდებარე შპს „სისხლის ბანკი“ მოსახლეობას სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მათ სისხლით უზრუნველყვეს როგორც იაშვილში გადაყვანილი ბავშვები, ასევე სხვა კლინიკის პაციენტები, რის გამოც, ახლა სისხლის მარაგის რაოდენობა მინიმუმია. შპს სისხლის ბანკი მოქალაქეებს დახმარებას სთხოვს.