"ნაციონალური მოძრაობა" გუშინ, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ემხაურება, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპრლა. ოპოზიცია ხელისუფლებას სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს.
საკრებულო დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ადამიანების სიცოცხლე კონკრეტული პირების ბიზნესინტერესებს ეწირება.
მისი თქმით, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიაში ბრალი ყველა იმ პირს მიუძღვის ვინც პასუხისმგებელია დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
"ადამიანის სიცოცხლეს ასე მარტივად არ უნდა უყურებდეს მათ შორის სახელმწიფო, სანამ ექსპლოატაციაში არ შევა კორპუსი წარმოუდგენელია სხვა სამუშაოები გაწერო. როცა პრობლემა აქვს კორპუსს და ამიტომ არ შედის ექსპლოატაციაში გაზი რატომ უნდა იყოს იქ?
ბიზნესინტერესებს ეწირება ნამდვილად, ყაზტრანსგაზი ერთ წუთს არ გაპატიებთ თუ არ გადაიხდით. თუმცა როცა მოქალაქეები ამბობენ, რომ შეტყობინება შევიდა, მოდის ყაზტრანსგაზის თანამშრომელი და ამბობს, რომ ნუ პანიკობთ არაფერი ხდება, შემდეგ მიდის და ასეთი ტრაგედია ხდება - სერიოზული პრობლემაა. მათ შორი სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ კარგად ვიცით ყაზტრანსგაზთან დაკავშირებით,რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვალა მთელი მენეჯმენტი გადაიბარა კახი კალაძემ. ვიღაცეები მილიონებს შოულობენ, შემდეგ ადამიანის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე და ამაზე მხრებს იჩეჩავენ, რა თქმა უნდა, სწორი არ არის,“-ამბობს ხაბეიშვილი.
დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.