17 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გახარიას გამოძიება არ მიუყვანია ბოლომდე - ჭიაბერაშვილი რეგულაციების უგულებელყოფაზე საუბრობს

ოპოზიცია ხელისუფლებას სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებას სთხოვს. დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას დეპუტატები უსაფრთხოების დაცვის რეგულაციების არ არსებობას და არსებული დარღვევას უკავშირებენ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ თუ რეგულაციები არ გამკაცრდება და მანამდე არსებული რეგულაციების დაცვა არ მოხდება, მსგავსი ტრაგედიები პერიოდულად გარდაუვალი იქნება.

ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობით არ უდგება პრობლემას და დეპუტატის თქმით, ამის დასტურია, რომ რამდენიმე თვის წინ ფონიჭალაში მომხდარ მსგავსი სახის ტრაგედიაზე პასუხი ამ დრომდე არავის უგია.

„ყოველთვის ყურადღების გადატანა, რომ თითქოს ახლა კანონმდებლობა გვიშლის ხელს არასწორია. კანონმდებლობა შეიძლება იყოს ნაკლოვანი, მაგრამ, კანონში დღეს არსებული რეგულაციები თუ სრულფასოვნად არ ასრულდა, ქალაქის მერმა, კერძო კომპანიის წარმომადგენელმა, თუ სანტექნიკოსმა თავის პროფესიული მოვალეობა არ შეასრულა,მაშინ ბუნებრივია დროდადრო მუდმივად დავდგებით ამ ფაქტის წინაშე. ის რომ ორი თვის წინ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გახარიას გამოძიება არ მიუყვანია ბოლომდე, ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა,“- ამბობს ჭიაბერაშვილი.

დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს, 4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები