17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
თბილისში კიდევ ერთი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა - ადგილობრივების მტკიცებით, ინტოქსიკაცია მიიღეს

აფეთქებას გადაურჩა თბილისში დილით კიდევ ერთი კორპუსი დიღმის მასივში. ამ წუთებში „ყაზტრანსგაზმა“ ბუნებრივი აირის მიწოდება დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელს შეუწყვიტა.

ადგილობრივები ყვებიან, რომ ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში ჟონავდა. პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეების მტკიცებით, მათ ინტოქსიკაცია მიიღეს.

მოსახლეობის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ამ მისამართზე ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, საავარიო ბრიგადას იძახებენ.

„სუნი რადგან აქ არის თვეების განმავლობაში, გამოვიძახეთ ბრიგადას საღამოს. მოვიდა ბრიგადა, რომელმაც შეამოწმა წყლის მომსხურებით ძალიან მარტივად, რომ გასდის. გადააწებეს რაღაც სპეციალური სკოჩი და ეტყობა, როცა ყველამ დაიძინა, წნევამ მოიმატა და იმ "სკოჩიდან" გაჟონა უფრო საშინელი ძალით. მერე ღამის სამ საათზე დაამთავრა მუშაობა მეორე ბრიგადამ, რომელმაც კიდევ უფრო კარგად დასკოჩა და ამ ხალხს ველოდები, ფაქტობრივად, უკვე 48 საათია, რომ მოვლენ ვიღაცები და გადაადუღებენ და იმის ფონზე, რაც მოხდა იქ, მე გუშინ დამჭირდა სასწრაფო დილის 08:00 საათზე. იმიტომ ვიყავი მთელი ღამე ასეთი გაგიჟებული, რომ ფაქტობრივად, ერთხელ უკვე გადავრჩი სიკვდილს, მას შემდეგ, რაც ვნახე, რა მოხდა დიდ დიღომში. ახლაც, პრობლემა არ არის მოგვარებული და ამთავრებენ, იმედია, უკვე გადავრჩებით,“ - განაცხადა ადგილობრივმა.

დღის ამბები