17 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ტრაგედია დიდ დიღომში - ენერგოომბუდსმენი სამსახურებრივ გულგრილობას არ გამორიცხავს

ტრაგედია დიდ დიღომში - ენერგოომბუდსმენი საქმის მასალების შესწავლას იწყებს. სალომე ვარდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ „ყაზტრანსგაზის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა არაპროფესიონალიზმს ან სამსახურებრივ გულგრილობას.

როგორც ვარდიაშვილი ამბობს, ომბუდსმენის აპარატმა უკვე დაიწყო ფაქტის შესწავლა, დოკუმენტების გაანალიზების შემდეგ კი შესაბამისი დასკვნა შედგება.

„საქმე გვაქვს ორ შემთხვევასთან, რადგან კომპანიის წარმომადგენლებმა ვერ დაადგინეს არსებული საფრთხის წყარო, შესაძლოა, აქ ადგილი ჰქონდა არაპროფესიონალიზმს ან გამოუცდელობას მათი მხრიდან, ან საქმიანობის გულგრილ განხორციელებას, ასეთი სურათია სავარაუდოდ. ჩვენ ყველა ტიპის დოკუმენტს გამოვითხოვთ კომპანიიდან და მივიღებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ათი სამუშაო დღე, ამის შემდეგ შევეცდებით სურათის გაანალიზებას,“- ამბობს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

დიდ დიღომში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი - დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები