მოსახლეობის მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიეცეს ყაზტრანსგაზი, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი - ამ განცხადებას სამშენებლო კომპანია ”L ჯგუფის” ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აკეთებს.
კობაიძე მოუწოდებს „ყაზტრანსგაზს“, დაიწყოს დიალოგი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
„ყაზტრანსგაზი ოფიციალური განცხადებით შემოიფარგლა, რომ უსამძიმრებს მათ, სხვა არანაირი პასუხისმგებლობა არ აუღია. მე მოვუწოდებ "ყაზტრანსგაზს", დაიწყოს ჩვენთან დიალოგი, ღია და გახსნილები ვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე დავიწყეთ სარჩელზე მუშაობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების მოთხოვნაა, მიეცეს დაუყოვნებლივ პასუხისმგებლობაში "ყაზტრანსგაზი", როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი,“ - ამბობს კობაიძე.
დიდ დიღომში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი - დაშავდა.