17 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
წებოვანი ლენტით შეკეთებული გაზის მილები ქუთაისში - ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქუთაისში, ბალანჩივაძის ქუჩის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. კორპუსებში ბუნებრივი აირი პლასტმასის მილებით არის შეყვანილი.

მოსახლეობის თქმით, მრიცხველები გარე ფასადზე 6 წლის წინ დაამონტაჟეს და მიუხედავად მოთხოვნისა გაზიფიცირება რკინის მილებით არ მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მათ კომპანიის წარმომადგენლებმა აუხსნეს რომ ეს იყო ექსპერიმენტი.

ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილების დაზიანების ფაქტები ხშირია, მისი შეკეთება კი წებოვანი ლენტებით ხდება.

"სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები