11 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
100 მილიონის ოდენობის საბიუჯეტო ვალი - ფინანსთა მინისტრი "ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის" თანხის ჩამოწერის მიზეზებს განმარტავს 

გაზგამანაწილებელი კომპანია "ყაზტრანსგაზ -თბილისისთვის" საქართველოს ხელისუფლების მიერ 100 მილიონის ჩამოწერის მიზეზებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი განმარტავს.

მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილება სწორი იყო ბიზნესის კუთხით. მაჭავარიანის თქმით, კომპანიას ფუნქციონირების პრობლემა ექმნებოდა დედა კომპანიასთან არსებული ფინანსური ვალდებულების გამო. გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენდა 96 მილიონიანი ვალდებულება სახელმწიფო ბიუჯეტში. მინისტრის თქმით, ეს იყო ერთგვარი გარიგება, რადგან კომპანია „ყაზტრანსგაზი“ ჩიოდა საარბიტრაჟო სასამართლოში. მოხდა სარჩელის გამოტანა მოხდა, რის სანაცვლოდ ხელისუფლებამ 100 მილიონი ჩამოაწერა.

მაჭავარიანის თქმით, ამ ვალის ჩამოწერის შემდეგ კომპანია უფრო გამართულად იფუნქციონირებს.

„ეს კომპანია იყო, პრაქტიკულად, დაკიდებული და ვერ ფუნქციონირებდა რამდენიმე ვალდებულების გამო. ერთი, თავის დედა კომპანიასთან ჰქონდა 350 მილიონზე მეტი ვალდებულება. მეორე, ბიუჯეტთან ჰქონდა 96 მილიონიანი ვალდებულება და კიდევ იყო დავა, 500 მილიონიანი და ამიტომ, აბსოლუტურად სწორი ბიზნესის კუთხით, გამართული გადაწყვეტილება მოხდა. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ადრე მომხდარიყო, შეიძლება, ასეთი ტიპის ტრაგედიები აგვერიდებინა. თუმცა, გარანტია არ არის, რომ ავირიდებდით, გასარკვევია, ზუსტად, რა მოხდა. ამიტომ, მეც ამ საკითხზე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ასეთი მნიშვნელობის კომპანიები უნდა რაც შეიძლება, მალე ეფექტური მენეჯმენტის და მმართველობის ქვეშ მოექცნენ, როგორც თავის დროზე მოექცა „თელასი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საქართველოს მთავრობასა და ყაზახურ კომპანიას შორის საერთაშორისო არბიტრაჟში დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა. ყაზახური მხარე ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ამასთან ერთად, იზრდებოდა შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება, რომელმაც 96 მილიონი ლარი შეადგინა. 

დღის ამბები