რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, საეკლესიო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ცნობით, მაღაზიიდან წაღებულია 250 ლარის ოდენობის თანხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.