ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამართალდამცავებმა ირანის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია: მორფინის და კოდეინის მარილის შემცველი ნივთიერება, 60 აბი "სუბოქსინი", ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 1,38 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მეტადონი".
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.