06 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტის პირველი სამუშაო ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი - სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიუსელში ჩადის. პრეზიდენტი ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტებს შეხვდება.

დაგეგმილია გასაუბრება ფედერიკა მოგერინსა და დიმიტრის ავრამოპულოსთან. ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი და საქართველოს ელჩი ბელგიაში თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტის დაწყება ბრიუსელიდან პოლიტიკური განაცხადია. ნატალია საბანაძის თქმით,  ევროპის დედაქალაქში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დიდი მოლოდინია.

დღის ამბები