სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შს სამინისტრო თვითმხილველთა გამოკითხვას აგრძელებს.
"შაბათის კურიერში" გასული სკანდალური კადრების შემდეგ, რომელშიც ჩანს, როგორ უსწორდება ფედერაციის პრეზიდენტი ქართველ ჩემპიონს ზურაბ დათუაშვილს პოლიციის სამმართველოში იბარებენ ყველა თვითმხილველს.
სამ საათზე მეტხანს იკითხებოდა მწვრთნელი ზურაბ შელია. როგორც შელიამ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მან გამოძიება დეტალურად მოუყვა, რაც სპორტის სასახლეში დაპირისპირების დღეს დაინახა.
„ჩვენება არ იყო. ეს იყო, რაც დავინახე. რამოდენიმე შეკითხვა დამისვეს. მე დავინახე ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი და ვარ სიმართლის მხარეს. ამას მიეცემა რეაგირება- მე იმედი მაქვს .
ჩემი მოთხოვნაა, რომ ასეთი რაღაცეები აღარ მოხდეს და ეს ჩემთვის საყვარელი სპორტის სახეობა დაემსგავსოს იმას, რაც იყო ადრე. ხელმძღვანელი პოლიციის ოფიცერია თან და თან ფედერაციის პრეზიდენტი, არ უნდა იკადროს თვითონ რომ დარჩეს,“-ამბობს შელია. მისი თქმით, გეგა გეგეშიძეს ხელს არავინ დააფარებს და მას დასჯიან .
სკანდალურ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ გაუსწორდა ფიზიკურად ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონს.
თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალის მიუხედავად, ამ დრომდე პოლიცია გეგა გეგეშიძის დანაშაულზე თვალს ხუჭავს, მისთვის არც ბრალი წარუდგენიათ და არც დაუკავებიათ.
კადრებში ჩანს, რომ ჩოჩქოლის დროს ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე, ევროპის ორგზის ჩემპიონს ჯაჭვით ხელში უახლოვდება, რომელსაც ზურა დათუნაშვილის მიმართულებით იქნევს. სპორტსმენს ჯერ ჯაჭვი, შემდეგ კი მუშტი სახეში ხვდება.