თბილისის მერი ამბობს, რომ გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის. კახა კალაძე მოუწოდებს მოსახლეობას, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.
დედაქალაქის მერი თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოწამვლის გახშირებულ ფაქტებს გამოეხმაურა.
„მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.