17 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
"ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა" - ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე ვაკის პარკში სასტუმროს უკანონო მშენებლობაზე საუბრობს

ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხზე ქალაქმგეგმარებელმა ზურაბ ბაქრაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, გიგი უგულავას მერობის პერიოდში მშენებლობაზე სპეცნებართვა კანონდარღვევით გაიცა, მათ შორის, ადმინისტრაციული კოდექსი, სივრცითი მოწყობა და განაშენიანების მოთხოვნები იქნა დარღვეული. 

ზურაბ ბაქრაძის განცხადებით, ეს კანონდარღვევა უვადოდ არ უნდა გაგრძელდეს და საზოგადოებას შეცდომის გამოსწორების საშუალება უნდა მიეცეს.

 „თუ მერიაც კი, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ის მაღალჩინოსნები თვითონ ამბობენ, რომ ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ არაფერი არ აშენდეს ვაკის პარკში, ასეთი იურიდიული ხრიკის წინაშე უსუსურად გრძნობენ თავს, ეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, სამარცხვინოა. იურისპრუდენცია არის ინსტრუმენტი საზოგადოების ხელში იმისთვის, რომ საზოგადოებამ ჯანსაღად განვითარება შეძლოს და ახლა ვხედავთ, რომ სწორედ საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე. კანონდარღვევით გაკეთებული საქმე, თურმე, შეიძენს უვადო მოქმედების ძალას,“ - განაცხადა ურბანისტმა ზურაბ ბაქრაძემ.

დღის ამბები