რუსული მედია სამგზავრო თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. "ინტერფაქსი" წერს, რომ ავიაკომპანია "აეროფლოტის" კუთვნილი ლაინერის ერთ-ერთი მგზავრი კურსის შეცვლას და ავღანეთში გამგზავრებას მოითხოვს.
თვითმფრინავი რეისს ციმბირის ქალაქ სურგუტიდან მოსკოვის მიმართულებით ასრულებს. მომხდარის დეტალები ცნობილი არ არის. უცნობია ბორტზე მყოფ მგზავრთა რაოდენობაც.
მგზავრი, რომელმაც კურსის შეცვლა მოითხოვა რუსეთის მოქალაქეა. თვითმფრინავის გატაცების შესახებ სიგნალი სადისპეჩეროებმაც მიიღეს. ამ დროისთვის ლაინერი უკან ბრუნდება.