ესპანეთის სასამართლომ რონალდოს 23-თვიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა და ჯარიმის სახით 19 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
ასეთი სასჯელი ფეხბურთელს გადასახადების დამალვის გამო გამოუტანეს.
საქმის მასალების თანახმად, 2011-2014 წლებში, როდესაც ის მადრიდის რეალში თამაშობდა, რონალდომ ბიუჯეტში 5.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა.
საქმეს მადრიდის სასამართლო განიხილავდა.
პროცესზე ფეხბურთელი თავის მეუღლესთან ერთად მივიდა.
დეკემბერში სპორტსმენმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან გარიგებაზე წავიდა, თუმცა, მანამდე 13 მილიონი ევრო ჯარიმა გადაიხადა.