17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ვადგენთ ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობას - ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე შიდა მოკვლევა დაიწყო

4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ჯანდაცვის სამინისტრომ შიდა მოკვლევა დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ შიდა მოკვლევის მიზანია, გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამსახურებრივ გულგრილობას მათი თანამშრომლების მხრიდან.

„ჩვენ გარდაცვალების მიზეზებს ვადგენთ, გარდაცვალებაში მონაწილეობას ჩვენი თანამშრომლებისას, სოციალური მუშაკების,“- აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, კახა ძემისტარაშვილი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გოგონა 3 წლის განმავლობაში სხვა ოჯახში იზრდებოდა, აგვისტოში კი დედის, ლელა ქსოვრელის მოთხოვნით შვილი აღსაზრდელად მას დაუბრუნდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ბავშვი დედასთან სამწლინახევრის განმავლობაში კვირაში რამდენიმე დღით მიდიოდა და ამ დროს ძალადობის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„სამწლინახევრის განმავლობაში არცერთხელ არ ყოფილა არანაირი ნიშანი, არც სხვა ბავშვების მიმართ, არც კონკრეტული ბავშვის მიმართ იმიტომ, რომ წინა პერიოდში სექტემბრამდეც, დედას ერთი დღით, სამი დღით გაჰყავდა, ბავშვი ბრუნდებოდა მინდობით აღზრდაში, რასაკვირველია, იქ ძალადობის ნებისმიერი ნიშანი, ეს იქნებოდა ფიზიკური,ფსიქოლოგიური  შესანიშნი იქნებოდა, მსგავსი რამ არ დაფიქსირებულა,“- აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური სამსახურის წარმომადგენელი, მაია წერეთელი.

დღის ამბები