17 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი, რომელიც "კურიერმა" სამართალდამცველებზე ადრე იპოვა - შსს ჯეკ შეპარდს 11 დღე ეძებდა

შს სამინისტრო ადასტურებს, რომ ქართველი სამართალდამცველები ჯეკ შეპარდს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ. თუმცა პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი იქამდე ვერ ნახა, ვიდრე ის თავად არ ჩაბარდა პოლიციას.

განცხადება ძალოვანმა უწყებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც გაირკვა რომ მამაკაცი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია უკვე სამი წელია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს "კურიერმა" ქართველ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა. ის პოლიციას საკუთარი ნებით სწორედ "რუსთავი 2"-ის კამერების წინ ჩაბარდა.

"კურიერი" მსოფლიო მედიის ეპიცენტრში უკვე აღმოჩნდა, რადგან ჯეკ შეპარდის თემა დიდ ბრიტანეთში მთავარია. შეპარდის ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, ის კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. 


დღის ამბები