17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს

საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო დამატებით 7 ათასი ვაქცინა შემოიტანეს.  ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს იმსჯელებენ, როგორ მოხდება ამ ვაქცინების გადანაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში.

წინასწარი ინფორმაციით, პრიორიტეტი რისკჯგუფები იქნებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ კლინიკებში მიმართვიანობამ და სასწრაფოს გამოძახების რაოდენობამ იკლო, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს.

რაც შეეხება წითელას, დაავადებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ დროისთვის დაფიქსირებულია იმერეთსა და სამეგრელოში.

„რადგან ახლა გარკვეული მოთხოვნილება იყო გრიპის საწინააღმდეგო აცრებზე, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დამატებით იქნას შემოტანილი დაახლოებით 7 ათასი დოზა ვაქცინისა და საბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელ რისკჯგუფებზე იქნება მიმართული ძირითადად. იანვრის განმავლობაში მცირდება გრიპის ავადობის მაჩვენებელი ქვეყანაში.

აქვე იხილება წითელას საკითხები. მაჩვენებელია 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მაღალია იმერეთში და სამეგრელოში. წითელას ეპიდაფეთქების შეჩერების ერთ-ერთ გზა არის გაფართოებული, მასობრივი ვაქცინაცია აუცრელი ადამიანების,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები