17 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
"კლანი უნდა წავიდეს სახლში" - 9 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომას ითხოვს

გავლენიანი 9 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ცალკეული წევრებისთვის უფლებამოსილების გაუქმებას ითხოვს.

სამოქალაქო სექტორში ფიქრობენ, რომ მოქმედი შემადგენლობის პირობებში წარმოუდგენელია, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების ობიექტურად შერჩევა. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ იმ კრიტერიუმებზე, რომლებსაც მათი შეფასებით უვადო მოსამართლეობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ.

მომზადებულ დოკუმენტს არასამთავრობოები დღესვე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე საკანონმდებლო ორგანოში გადააგზავნიან.

„ჩვენს მოსაზრებებს ვუზიარებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს დღეს არსებული ფორმატით სამუშაო ჯგუფს, რათა ცხადი იყო ჩვენი დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა მოხდეს პროცედურების და კრიტერიუმების გაწერას.

კლანი უნდა წავიდეს სახლში, ეს საბჭოს წევრები უნდა გადადგნენ, საუბარია იმ წევრებზე,რომლებმაც მხარი დაუჭირა ამ ათკაციან სიას,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძული კი აცხადებს, რომ კრიტერიუმები და პროცედურები არსებულ იუსტიციის საბჭოს ვერ შეაჩერებს. სწორედ ამიტომ,  სამოქალაქო საზოგადოების წევრები ერთ-ერთ აუცილებელ პროცედურად იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების გადადგომას ასახელებენ.

დღის ამბები