17 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ვიბრძვით, რომ მავნებლებს არ დარჩეთ სასამართლო - ელისაშვილი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ხვდება

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კრიტერიუმების დადგენამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსულტაციებს აგრძელებენ.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე დღეს ალეკო ელისაშვილის დაფუძნებული "სამოქალაქო მოძრაობის" ოფისში თავად ელისაშვილს და მოძრაობის სხვა წევრებს შეხვდებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ აუცილებელია, ამ პროცესში მოსმენილი და გათვალისწინებული იყოს ყველა ის პოზიცია, რაც ხელს შეუწყობს სასამართლოს გაჯანსაღებას.

„ახლა ჩვენ, საზოგადოება, ვიბრძვით, რომ გვქონდეს ნორმალური სასამართლო, მურუსიძეებსჩინჩალაძეებს და მავნებლებს არ დარჩეთ ბურთი და მოედანი სასამართლოში და არ დასამარდეს სასამართლოს ცნება,“-ამბობს ალეკო ელისაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კი აცხადებს, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები მნიშვნელოვანია, რადგან მათ სწორედ საბჭოს წევრებისგან უნდა იცოდნენ, რა ხდება იუსტიციის საბჭოს შიგნით და ზოგადად სასამართლო სისტემაში.

დღის ამბები