17 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ქუთაისის მახლობლად პირველი ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება

საქართველოში ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ მემორანდუმს დღეს ოფიციალურად ხელი მოეწერა.

ნაგავსაყრელი მშენებლობა ქუთაისის მახლობლად იგეგემება და  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.

სამუშაოებს ფრანგული კომპანია - “ სადე-რიკო” განახორციელებს. მშენებლობა ოფიციალურად 1 მარტიდან დაიწყება.

„ ეს იქნება პირველი თანამედროვე სანიტარული ნორმების შესაბამისი ნაგავსაყრელი, რომელმაც გაიარა გარემოზე ზემოქმედების შეფასება გარემოზე ზემოქმედების კოდექსის შესაბამისად და ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად. ეს არის კომპლექსური პროექტი, რომელიც 27 მილიონს აღემატება,“ - აღნიშნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.  

დღის ამბები