H1N1 ვირუსის გავრცელებას სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა - ასეთია ოპოზიციის შეფასება ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის მიმართ.
როგორც პოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია"-ს ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილი ამბობს, ამის დასტური იყო, რომ ქვეყანაში ჯერ პრეპარატების დეფიციტი შეიქმნა, შემდეგ ვაქცინის და ბოლოს პირბადეებისაც კი.
„დავინახეთ, რომ სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა გრიპის აფეთქებას. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, როცა დეფიციტი შეიქმნა ანტივირუსული პრეპარატების. გარდა იმისა, რომ იყო დეფიციტი ფასი იყო არახელმისაწვდომი. შემდეგ ვნახეთ, რომ ვაქცინების დეფიციტი შეიქმნა. იქამდე მივედით, რომ პირბადეების დეფიციტი იყო, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა,რომ მართვა იყო ძალიან სუსტი“-აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ”ძალა ერთობაშია"-ს ჯანდაცვის მიმართულების წევრი მანანა ჯებაშვილი.
ოპოზიციას აინტერესებს, როგორია შესაბამისი უწყებების სამომავლო გეგმა, რადგან თებერვალში ვირუსის გავრცელების რისკი ისევ მაღალი რჩება.