17 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თავისუფალია - ნაცემი ჩემპიონი კი სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს 

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თავისუფალია. მან გლდანის მერვე დაწესებულება გვიან ღამით, ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.

გეგეშიძემ, რომლის წინააღმდეგ საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა, გისოსებს მიღმა მხოლოდ 48 საათი გაატარა და საპატიმრო 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფედერაციის ბრალდებული პრეზიდენტი საკუთარ სავარძელსაც დაუბრუნდება.

"არავითარი საშიშროება არ არის, დათუნაშვილი ჩვენი მეგობარია. პირიქით მოხარულები ვიქნებით და ხელს შევუწყობთ, რომ მოვიდეს ჩვენთან და გააგრძელოს ვარჯიში,"-განაცხადა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ

გეგეშიძის გათავისუფლების პარალელურად კი დღეს სკანდალური ინფორმაციის გასაჯაროებას გეგმავს ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის რამდენიმე წლის წინ ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურობის შესახებ ისაუბრებს, რომლის შედეგადაც ფედერაციის პრეზიდენტის სკამი გეგეშიძემ დაიკავა. ის ასევე სავარაუდო ფინანსური დარღვევების შესახებ დოკუმენტაციას გაასაჯაროებს. 

 

დღის ამბები