17 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
რკინიგზის ხიდს სატვირთო მანქანა დაეჯახა -ხაშური-ლიხის მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებული იყო

ხაშური-ლიხის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილმა სარკინიგზო ხიდი დააზიანა, რის გამოც ფოთი-თბილისის რეისი დაგვიანებით შესრულდა.

"საქართველოს რკინიგზის"" ინფორმაციით, ტერიტორიაზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა, რამაც  მატარებლების მოძრაობის დროებითი შეჩერება გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  

დღის ამბები