17 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
გრიპის ვირუსი - ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინას კლინიკებში დღეს გადაანაწილებს 

ჯანდაცვის სამინისტრო დღეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას გაანაწილებს.

უწყებამ დამატებით რამდენიმე ათასი ვაქცინა საქართველოში რამდენიმე დღის წინ შემოიტანა და ახლა უნდა მოხდეს მისი დარიგება.

პრიორიტეტი იქნებიან რისკჯგუფებში შემავალი ადამიანები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვაქცინის დამატებით შემოტანა შესაძლოა საჭირო აღარ გახდეს, რადგან მნიშვნელოვნად შემცირდა კლინიკებში მიმართვიანობის და სასწრაფოს გამოძახების რაოდენობა.

დღის ამბები