სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა - სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში EMC- ის საჩივარი გადაიგზავნა.
საქმე ეხება პოლიციელების მიერ 37 წლის ვლადიმერ მჭედლიშვილის სავარაუდო ცემის ფაქტს. ამ საქმეს საქართველოში სასამართლოს არც ერთი ინსტანცია არ გაუვლია, რადგან პროკურატურას მჭედლიშვილის ჩვენების მიუხედავად არც მისთვის მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი და არც ბრალდებულის ვინაობა დაუდგენია.
უფლებადამცველების განცხადებით კი, საქმეს მსვლელობა მხოლოდ იმის გამო არ მიეცა, რომ მთავრი ფიგურნატები ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არიან. სწორედ ამიტომ EMC -ის ადვოკატები ევროპულ სასამართლოში გადაგზავნილ სარჩელში გამოძიების არაეფექტურობაზეც მიუთითებენ.
„გამოძიება კვლავ არაეფექტურია, ბრალი არ წაყენებია ვლადიმერ მჭედლიშვილის მიერ იდენტიფიცირებულ პირს, შესაბამისად ყველანაირი ადგილობრივი საშუალება ამოწურულია იმისთვის, რომ მან იდავოს საქმეზე, და შესაბამისად ჩვენ მივმართეთ სტრასბურგის სასამართლოს,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი თამარ სამხარაძე.