თბილისში, გურამიშვილის 80 ნომერთან ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ისევ დაპირისპირების მიზეზია. ადგილობრივები კომპანიას ტერიტორიაზე შესვლის უფლებას კვლავ არ აძლევენ. მძიმე ტექნიკა სამუშაოების დაწყებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ადგილობრივების განცხადებით, მძიმე ტექნიკის გადაადგილება და სამშენებლო სამუშაოები საფრთხეს შეუქმნის ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებს.
„გაგვცეს პასუხი მერიამ და თვითონ ქალაქის მერმაც, რომ რამე მოხდეს ვინ არის პასუხისმგებელი. აქ არ უნდა აშენდეს, ეს ნაგავი რასაც აშენებენ და ამ გზაზე არ უნდა გაიაროს 40 ტონიანმა მანქანებმა. ამ ეზოში არ უნდა გაიაროს ჩვენი შვილები სადაც დარბიან,“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი კახაბერ მეშველიშვილი.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი უკან დახევას არ არ აპირებენ. მათი თქმით, მშნებლობის ნებართვა კანონიერად მიიღეს, ამიტომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას კანონის სრული დაცვით დაიწყებენ.