„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში ცვლილებებს ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს დღეს მიმართავს.
იურისტები განმარტავენ, რომ კანონის ნორმები შესაბამისობაში უნდა მოვიდეს კონსტიტუციასთან. მათი თქმით, აუცილებელია დაცული იყოს მოქალაქეების მთავარი ფუნდამენტური, გამოხატვის უფლება.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კანონში ხარვეზებია და აუცილებელია ამ ხარვეზების გამოსწორება მოხდეს.