17 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ძალადობა, ფინანსური დარღვევები და გაყალბებული არჩევნები - ევროპის ჩემპიონი და ვეტერანი მოჭიდავეები გეგა გეგეშიძის წინააღმდეგ

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს და ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს სიმართლის დასადგენად.

სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელსაც მისი თანამოაზრეებიც ესწრებოდნენ.

„მისი დაჭერა არავის სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ, მოსამართლეს შეეძლო თანამდებობა დაეტოვებინა,რაც დროის პროცესია მე ვიცი რომ დატოვებს თანამდებობას, რადგან იმის განცდა მაქვს რომ სიმართლე იზეიმებს,“-ამბობს დათუნაშვილი.

მისი თქმით, ფედერაციაში არასწორი მმართველობაა და ხდება იმ სპორტსმენების დაბლოკვა, რომელიც თვალში არ მოსდით.

„რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ მისი წასვლით ქვეყანა დაინგრევა, მე მგონი ის სხვა რეალობაში ცხოვრობს,“-განაცხადა დათუნაშვილმა. 

მწვრთნელი ზურაბ შელია კი ფედერაციაში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე საუბრობს. შელია ამბობს, რომ ფედერაციის თანამშრომლებზე პრემიის სახით კოლოსალური თანხები გაიცემა.

„თვეც არ არის 25 დღის მონაცემები მაქვს, სადაც 100 ათასი ლარი გაცემულია პრემიის სახით. გვარებს და სახელებს არ დავასახელებ 26 ათას 974 ლარი დაერიცხა ფალავანთა კლუბის დირექტორს, რის გამო დაერიცხა, რა დამსახურება აქვს?,“-ამბობს შელია.

თბილისის ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი გოჩა ჩორგოლიანის განცხადებით კი, გეგა გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტად არჩევნების გაყალბების გზით აირჩიეს.

„პრეზიდიუმი არის გაყალბებული, ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ფარსი. პრეზიდენტის მაგივრად მივიღეთ იმპერატორზე უფრო დიდი უფლებების მქონე ადამიანი,“-აცხადებს ჩორგოლიანი.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტზე, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი თავს დაესხა დათუნაშვილს და ფიზიკურად გაუსწორდა გეგე გეგეშიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც კადრები "შაბათის კურიერმა "გაასაჯაროა. თუმცა, გეგა გეგეშიძეს სასამართლომ 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა, ის ფედერაციის პრეზიდენტად ისევ რჩება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები